Thursday, April 13, 2017

1)   პროექტის   სახელწოდება:"კაი ყმის" პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

2)    პროექტის აქტუალობა:

 მოსწავლემ არ იცის,რაში მდგომარეობს "კაი ყმის"პრობლემა, რატომ უჩნდება ყოველთვის "კაი ყმას" პრობლემა თემთან, საზოგადოებასთან და ყოველთვის დამარცხებული რატომ გამოდის იგი.

3)   პროექტის მიზნები:
გააანალიზებენ ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებს, მოიძიებენ ინტერნეტიდან საჭირო მასალას, დაამზადებენ სქემებს Power Point -ში, მათზე დაყრდნობით იმსჯელებენ,  გაითვალისწინებენ სხვათა მოსაზრებას, განუვითარდებათ ურთიერთ თანამშრომლობითი უნარი,გამოიტანენ სათანადო დასკვნებს.

4)   მონაწილეთა ასაკი
:   XI კლასი.

5)   ვადები ( პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა) სამი კვირა.

6)მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება პროდუქტები: microsoft offfice -სა და   Powr Point -ში, გაკეთდება მოხსენება,

7)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
ინტერნეტი, Power Pointi, microsoft ofice, პროექტორი, მარკერები, თაბახის ფურცლები, საკოლო სახელმძღვანელო.

8) პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
:

მოსწავლეების სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიქმნება სამი ჯგუფი. პირველ ჯგუფს დაევალება მუშაობა miqcrosoft ofice - ში მოხსებისათვის მასალის შექმნა, მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალას ინტერნეტში, მესამე ჯგუფი დაამზადებს სლაიდ შოუს  Power Point - ში.
მოსწავლეები დაამუშავებენ და დაახარისხებენ მოძიებულ მასალებს, იმსჯელებენ, გაუზიარებენ მოსაზრებებს ერთმანეთს, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს.

9)საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მისაღწევი შედეგები

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

· წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
· საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
·         იყენებს სხვადასხვა სახის საორგანიზაციო მოდელებს (შედარება-შეპირისპირებას, ქრონოლოგიურ თანამიმდევრობას, სივრცულ განლაგებას, მიზეზ-შედეგობრიობას, განსაზღვრებას, მნიშვნელობის ხარისხს, პრობლემას და მის გადაწყვეტას);
.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათშ ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
·         შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით

პროექტის ხელმძღვანელი: მერი ლიჩელი
ხელმძღვანელის ელფოსტა: mamulameri@gmail.com